ვულვერჰემპტონმა ნეტოს სატრანსფერო ღირებულება დაასახელა

"ვულვერჰემპტონის" შემტევი ნახევარმცველი პედრო ნეტო არაერთი გამორჩული გუნდის, მათ შორის "არსენალისა" და "ლივერპულის" ინტერესთა სფეროში მოექცა.
The Athletic-ის ცნობით, ვულზი ნეტოს სანაცვლოდ 80 მილიონ ფუნტის მიღება სურს.
2023/2024 წლების სეზონში პედრო ნეტომ 19 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 23 წლის პორტუგალიელმა სამი გოლი გაიტანა და თერთმეტი საგოლე გადაცემა გააკეთა.