ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედი შესაძლოა 11-მა ფეხბურთელმა დატოვოს

მანჩესტერ იუნაიტედი შესაძლოა 11-მა ფეხბურთელმა დატოვოს
თარიღი 23 Feb 2024, 12:11
მანჩესტერ "იუნაიტედში" დიდი ცვლილებები იგეგმება. 

როგორც The Sun-ი იტყობინება, მომავალ ზაფხულს "წითელი ეშმაკები" შესაძლოა 11 ფეხბურთელმა დატოვოს. 

წყარო წერს, რომ დონი ვან დე ბეეკმა, ენტონი მარსიალმა, ფაკუნდო პელისტრიმ და ბრენდონ უილიამსმა შესაძლოა გუნდი თავისუფალ აგენტის სტატუსით დატოვონ. 

ინგლისური გრანდი ასევე ღიაა არაერთი მოთამაშე გაყიდოს: კაზემირო, რაფაელ ვარანი, ჰარი მაგუაიერი, კრისტიან ერიქსენი, აარონ ვან-ბისაკა, სკოტ მაკტომინეი და ვიქტორ ლინდელოფი. 

ინგლისის პრემიერ ლიგის მიმდინარე გამოცემაში მანჩესტერ "იუნაიტედი" სატურნირო ცხრილში 44 ქულით მეექვსე ადგილს იკავებს.