მილიტაო ვარჯიშის დასაწყებად თითქმის მზადაა - როდის დაბრუნდება ბრაზილიელი მცველი?

მადრიდის "რეალის" ცენტრალური მცველი ედერ მილიტაო გუნდური ვარჯიშის დასაწყებად თითქმის მზადაა.
გამოცემა Relevo-ს ინფორმაციით, ბრაზილიელის გარემოცვა ამბობს, რომ ფეხბურთელი ამჟამად
უკეთეს მდგომარეობაშია.
არის შანსი, რომ მილიტაო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მოედანზე გასვლას შეძლებს, თუ "სამეფო კლუბი" ამ ეტაპის საგზურს მოიპოვებს.