ავტორიზაცია

არსენალი მზადაა 18 წლის თურქი თავდამსხმელის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაიხადოს

არსენალი მზადაა 18 წლის თურქი თავდამსხმელის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაიხადოს
თარიღი 24 Feb 2024, 12:29
ტურინის "იუვენტუსის" 18 წლის ფორვარდი კენან ილდიზი ლონდონის "არსენალის" სატრანსფერო სამიზნე გახდა. 

Tuttosport-ის ცნობით, "მეთოფეების" წარმომადგენლები "ბებერი ქალბატონს" ახალგაზრდა ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ დაუკავშირდნენ. 

ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა მზადაა თავდამსხმელის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო შესთავაზოს. 

თუმცა, ეს თანხა საკმარისი არ გახლავთ ტურინელ გუნდისთვის. იტალიური მხარე მოთამაშეს მინიმუმ 80 მილიონ ევროდ აფასებს. 

მიმდინარე სეზონში კენანმა ყველა ტურნირზე 24 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც ხუთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.