ჩელსი მზად არის 4 ფეხბურთელი გაყიდოს

ლონდონის "ჩელსი" რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვას გეგმავს. ამის შესახებ Evening Standard-ის ჟურნალისტები იუწყებიან.
წყაროს ცნობით, "არისტოკრატები" მზად არიან შემდეგი ფეხბურთელები გაყიდონ: კონორ გალაჰერი, იან მაცენი, არმანდო ბროია და ტრევო ჩალობა.
ინგლისის ჩემპიონატში მიმდინარე სეზონში ლონდონის "ჩელსი" 25 ტურის შემდეგ 35 ქულით მე-10 ადგილს იკავებს.