მბაპე ოქროს ბურთის მოგების შემთხვევაში მადრიდის რეალისგან მნიშვნელოვან ბონუსს მიიღებს

მადრიდის "რეალი" მზადაა გულუხვად დააჯილდოვოს კილიან მბაპე თუ ინდივიდუალურ ჯილდოს მოიგებს.
FootMercato-ს ცნობით, ერთ-ერთი ბონუსი გააქტიურდება, თუ მბაპე ოქროს ბურთს მოიგებს.
წყაროს ცნობით, ფრანგი ამ შემთხვევაში დაახლოებით 15 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.