ლაციომ პროვედელთან კონტრაქტის გახანგრძლივა
"ლაციოს" მეკარემ, ივან პროვედელმა კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.
კლუბის პრესსამსახურის ცნობით, 29 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა.
ინსაიდერის ნიკოლო სკირას თქმით, მეკარე ახალი ხელშეკრულების მიხედვით ბონუსების გამოკლებით წელიწადში დაახლოებით 2 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
პროვედელმა მიმდინარე სეზონში 34 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 36 გოლი გაუშვა.