მადრიდის რეალი კროოსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი ტონი კროოსი კლუბთან ახალ კონტრაქტის გაფორმებას განიხილავს.
34 წლის ფეხბურთელი კარიერიდან დასრულებაზე სერიოზულად ფიქრობდა, თუმცა, როგორც ჩანს, "ბლანკოსში" თამაშის გაგრძელება გადაწყვიტა.
ჟურნალისტ ნიკოლო სკირას თქმით, მხარეები ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რომელიც 2025 წლამდე იქნება გათვლილი.
მიმდინარე სეზონში კროოსმა 33 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.