ლევერკუზენის ბაიერმა წაუგებელი მატჩების მხრივ ბაიერნის რეკორდი მოხსნა
ლევერკუზენის "ბაიერმა" გერმანულ ფეხბურთში რეკორდული წაუგებელი სერიას მიაღწია.
პარასკევს, "ფარმაცევტებმა" ბუნდესლიგის მატჩში "მაინცი" დაამარცხეს (2:1) - ჩაბი ალონსოს გუნდი ყველა ტურნირზე ზედიზედ 33 თამაშია დაუმარცხებელი.
როგორც Opta აღნიშნავს, ეს ბუნდესლიგის კლუბებისთვის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.
წინა რეკორდი მიუნხენის "ბაიერნს" ეკუთვნოდა, რომლის სერია 32 მატჩზე შეწყდა.
აღსანიშნავია, რომ 33 მატჩიდან ჩაბი ალონსოს გუნდმა 29 მატჩი მოიგო და მხოლოდ ოთხჯერ ითამაშა ფრე.
ლევერკუზენის "ბაიერი" გერმანიის ჩემპიონატს 25 ტურის შემდეგ 61 ქულით ლიდერობს.