მანჩესტერ იუნაიტედის თანამფლობელს ბარკლის შეძენა სურს
"ლუტონის" ნახევარმცველი როს ბარკლი შესაძლოა მანჩესტერ "იუნაიტედში" გადავიდეს, ამის შესახებ The Sun იტყობინება.
წყაროს ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი თანამფლობელი ჯიმ რეტკლიფი ინგლისელი ფეხბურთელის გულშემატკივარია და მას "წითელ ეშმაკებში" ხილვა სურს.
ბარკლიმ მიმდინარე სეზონში "ლუტონში" 24 მატჩი ჩაატარა, რომელშიც სამი გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა.