მანჩეტერ სიტი მზადაა დე ბრუინი გაყიდოს

"მანჩესტერ სიტი" მზადაა განიხილოს შემოთავაზებები გუნდის ბელგიელი ვარსკვლავის კევინ დე ბრუინის თაობაზე.
ბელგიელი ნახევარმცველის ტრანსფერით საუდის არაბეთის ჩემპიონატის კლუბები ინტერესდებიან.
როგორც DeadlineDayLive იუწყება, ინგლისის ტოპ-კლუბი მზადაა 32 წლის ნახევარმცველი 100 მილიონის სანაცვლოდ გაყიდოს.
ბელგიელ ნახევარმცველს მანჩესტერ "სიტისთან" კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.