რაფაელ ლეაუ სერია A-ში პორტუგალიელ ფეხბურთელთა შორის მეორე საუკეთესო ბომბარდირი გახდა

სერია A-ს 26-ე ტურის მატჩში "მილანი" საკუთარ მოედანზე "ატალანტას" დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა. უკვე მესამე წუთზე რაფაელ ლეაუმ "როსონერი" დააწინაურა.
ეს იყო 42-ე გოლი სერია A-ში, რომლითაც ის რუი კოსტას გაუთანაბრდა. ამრიგად, ლეაუ პორტუგალიელ მოთამაშეთა შორის მეორე საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
აღსანიშნავია, რომ წინ მხოლოდ ერთი მოთამაშეა - ეს, რა თქმა უნდა, კრიშტიანუ რონალდუა, რომელიც ტურინის "იუვენტუსში" თამაშობდა.