დუმფრისი მანჩესტერ იუნაიტედის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა

მილანის "ინტერის" მცველმა დენზელ დუმფრისმა შესაძლოა კარიერა ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელოს. ამის შესახებ Tuttosport იუწყება.
წყაროს ცნობით, ნიდერლანდელი ფეხბურთელის მომსახურებით მანჩესტერ "იუნაიტედია" დაინტერესებული, რომელისთვისაც დუმფრისი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთ მთავარი სამიზნეა.
მიმდინარე სეზონში 27 წლის დუმფრისმა "ინტერში" 24 მატჩი ჩაატარა, რომელშიც სამი გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.