არსენალი ოსიმენის ტრანსფერით ინტერესდება

"არსენალი" "ნაპოლის" თავდამსხმელის ვიქტორ ოსიმენით დაინტერესებულ კლუბებს შორისაა.
GiveMeSport-ის ცნობით, "მეთოფეები" ნიგერიელის შეძენას ზაფხულში შეეცდებიან, მაგრამ მათ კონკურენციის გაწევა "ჩელსისა" და "პსჟ"-სთან მოუწევთ.
2023/2024 წლების სეზონში ვიქტორ ოსიმენმა ნაპოლის შემადგენლობაში 20 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ათი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.