პსჟ მბაპეს შემცვლელად ხვიჩა კვარაცხელიას კანდიდატურას განიხილავს

"ნაპოლის" 23 წლის გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ შესაძლოა კარიერა საფრანგეთის ჩემპიონატში გააგრძელოს.
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, "პსჟ" ქართველი ფეხბურთელის შეძენას განიხილავს.
კვარაცხელია კილიან მბაპეს შემცვლელად განიხილება, რომელიც, სავარაუდოდ, ზაფხულში მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი გახდება.
მიმდინარე სეზონში კვარამ 33 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც ექვსი გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.