ლა ლიგის პრეზიდენტი: "მე მაქვს განცდა, რომ მბაპემ რეალთან კონტრაქტი უკვე გააფორმა"

ესპანეთის ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა კილიან მბაპეს "სამეფო კლუბში" მოსალოდნელ ტრანსფერზე ისაუბრა.
"მე მაქვს განცდა, რომ კილიან მბაპემ მადრიდის რეალთან კონტტაქტიბუკვე გააფორმა.", - ციტირებს ტებასის სიტყვებს COPE.
საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 25 წლის მბაპემ 21 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.