მადრიდის რეალში შესაძლოა მბაპეს უმცროსი ძმაც გადავიდეს

მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, კილიან მბაპე პსჟ-ს დატოვებს და კარიერას თავისუფალი აგენტის სტატუსით მადრიდის რეალში გააგრძელებს.
ესპანური მედიის ცნობით, რეალში შესაძლოა კილიანის უმცროსი ძმა, 17 წლის ეთან მბაპეც გადავიდეს, რომელიც ამჟამად პსჟ-ს ახალგაზრდული კლუბის წევრია.
შეგახსენებთ, რომ კილაინ მბაპემ რეალთან სიტყვიერ შეთანხმებას უკვე მიაღწია და ზაფხულში სამეფო კლუბის წევრი გახდება.