6 თვის უქმობის მიუხედავად - დე ბრუინი სიტიში სეზონის საუკეთესო მეპასეა
![6 თვის უქმობის მიუხედავად - დე ბრუინი სიტიში სეზონის საუკეთესო მეპასეა](http://storage.goal.ge/uploads/posts/qbXa9L3X90vCtrH7VJB8nQFwQSxQx8lE.jpg)
მანჩესტერ "სიტიში" საუკეთესო მეპასეთა სიაში ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი გალიდერდა.
ბელგიელმა "ლუთონთან" მოგებულ მატჩში (6:2), ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა.
Squawka-ს ცნობით, დე ბრუინმა სეზონის დაწყებიდან 11 საგოლე გადაცემა მიითვალა - ეს საუკეთესო მაჩვენებელია "სიტის" ყველა მოთამაშეს შორის.
ამასთან, 32 წლის ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ 12 მატჩი ჩაატარა - ტრავმის გამო აგვისტოდან იანვრამდე გამოტოვა.