ვინ ჩაიბარებს ბარსლონას? - კატალონიელებმა ოთხი კანდიდატი გამოკვეთეს

კატალონიური "ბარსელონა" ახალ მთავარ მწვრთნელის ძიებაშია. კლუბის სიაში ოთხი კანდიდატია, ამის შესახებ Diario Sport-ი იუწყება.
წყაროს ცნობით, "ბლაუგრანა" არჩევანს შემდეგ სპეციალისტებს შორის გააკეთებს: ჰანს-დიტერ ფლიკი, რობერტო დე ზერბი, თომას ტუხელი და ჯულიან ნაგელსმანი.
გადაწყვეტილებას ჟოან ლაპორტა და სპორტული დირექტორი დეკო ერთობლივად მიიღებენ.