ავტორიზაცია

ნაპოლის მწვრთნელი: "კვარაცხელია და ოსიმენი უდიდესი ფეხბურთელები არიან"

ნაპოლის მწვრთნელი: "კვარაცხელია და ოსიმენი უდიდესი ფეხბურთელები არიან"
თარიღი 29 თებ 2024, 02:01
იტალიის ჩემპიონატში გამართული მატჩი სასუოლოსა და ნაპოლის შორის, სტუმართა მარტივი გამარჯვებით 1:6 დასრულდა.

მატჩის გამორჩეული მოთამაშეები ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია იყვნენ. ნიგერიელმა ჰეთ-თრიკი შეასრულა, კვარა კი დუბლითა და საგოლე გადაცემით გამოირჩა.

მატჩის შემდეგ ნეაპოლელთა თაკაცმა ფრანჩესკო კალცონამ კვარა-ოსიმენის დუეტზე ისაუბრა.

"კვარაცხელია და ოსიმენი უდიდესი ფეხბურთელები არიან. გიჟი გგონივართ, წარმატების მიღწევა მათ გარეშე მოვინდომო?! - ისინი გუნდის განუყოფელი მოთამაშეები არიან, მაგრამ გასაკვირი არაა, რომ ხანდახან ვცვლი ხოლმე.

ოსიმენი აფრიკის თასიდან დაგვიბრუნდა და მისთვის ეს გოლები საჭირო იყო. კვარაცხელიამ კი დღეს დაგვანახა, თუ რა დონის ფეხბურთელთან გვაქვს საქმე", - განაცხადა კალცონამ.