უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსის მეოთხე მოდული
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, 26-დან 28 თებერვლის ჩათვლით, დავით პეტრიაშვილი არენაზე უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსის მეოთხე მოდული გაიმართა.
მოდულის მიმდინარეობისას, კურსის მსმენელებმა ინფორმაცია შემდეგი თემების შესახებ მიიღეს: თამაშის მართვა, პოზიტიური გადასვლა, მეკარეების მწვრთნელის და მეკარის პროფილი, ლიდერობა. მოდული მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს.
კურსი ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება და ექვს მოდულთან ერთად, საგამოცდო მოდულს მოიცავს. A ლიცენზიის აღნიშნულ კურსზე 21 მონაწილე ირიცხება.
A ლიცენზიის კურსი უეფას მწვრთნელთა განათლების Pro ლიცენზიის წინა საფეხურია და სრულ შესაბამისობაში მოდის უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან. მსმენელებს სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, უეფას საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია გადაეცემათ.

GFF.GE