იუვენტუსი ზაფხულში კიეზას გაყიდვას გეგმავს - გუნდმა შემცვლელი უკვე იპოვა

ფედერიკო კიეზას იუვენტუსთან კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს და დიდი შანსია გუნდი ზაფხულშივე დატოვოს.
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ტურინული კლუბი კიეზას შემცვლელს უკვე ეძებს და ორი კანდიდატი ჰყავს - ჯაკომო რაპადორი და ალბერტ გუდმუნდსონი.
შეგახსენებთ, რომ ფედერიკო კიეზა იუვენტუსის ღირსებას 2020 წლიდან იცავს და ჩატარებულ 116 შეხვედრაში 28 გოლი გაიტანა და 22 საგოლე გადაცემა შეასრულა.