ლუის ენრიკე მბაპეს შეცვლაზე: "უნდა შევეჩვიოთ მის გარეშე ცხოვრებას"
"პარი სენ-ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ "მონაკოსთან" მატჩში (0:0) კილიან მბაპეს შეცვლის გადაწყვეტილებაზე კითხვას უპასუხა.
25 წლის ფეხბურთელმა მოედანი პირველი ტაიმის შემდეგ დატოვა და ადგილი რანდალ კოლო-მუანის დაუთმო.
"ადრე თუ გვიან მოგვიწევს კილიანის გარეშე თამაში, ამიტომ ვცდილობ გუნდისთვის საუკეთესო ვარიანტი ვიპოვო. ვმოქმედებ საერთო ინტერესებიდან გამომდინარე - ხან შეცდომებს ვუშვებ, ხან წარმატებას ვაღწევ.
უკავშირდება თუ არა ჩემი გადაწყვეტილება მბაპეს გარდაუვალ წასვლას? ვიმეორებ, ადრე თუ გვიან მის გარეშე დავრჩებით. ამას უნდა შევეჩვიოთ. მე იმას ვაკეთებ, რაც გუნდისთვის საუკეთესოდ მიმაჩნია. “, - თქვა ესპანელმა სპეციალისტმა.