შვიდი ფეხბურთელი რომელიც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ჩელსის დატოვებს

ლონდონის "ჩელსი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში ფეხბურთელების გაყიდვას გეგმავს. ამის შესახებ The Telegraph-ი იუწყება.
წამსვლელთა სიაში შვიდი მოთამაშეა: რომელუ ლუკაკუ, არმანდო ბროია, კონორ გალაჰერი, მარკ კუკურელა, ტრევო ჩალობა, იან მაცენი და ლუის ჰოლი.
შეგახსენებთ, რომ "ჩელსი" კატასტროფულ სეზონს ატარებს, 25 ტურის შემდეგ ლონდონელები სატურნირო ცხრილში 35 ქულით მე-11 ადგილზე არიან.