"ელიტარულ დონეზე ლურჯი ბარათი არ იქნება", - ინფანტინომ განცხადება გააკეთა

ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ ლურჯი ბარათის მაღალ დონეზე დანერგვა არ იგეგმება.
"შანსი არ არის, არანაირი ლურჯი ბარათი! - ელიტარულ ფეხბურთში ეს არ მოხდება. ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია მყარია", - განაცხადა ინფანტინომ.
შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია ახალი ბარათის შესაძლო დანერგვის შესახებ რამდენიმე კვირის წინ გამოჩნდა.