პირველი ფეხბურთელი - კვარაცხელია ნაპოლის ისტორიაში შევიდა

სერია ა-ს 27-ე ტურში ტურინის იუვენტუსის წინააღმდეგ, ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის ისტორიაში შევიდა.
Opta-ს ცნობით, ქართველი შემტევი ნაპოლის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც 1994/95 წლების სეზონის შემდეგ, იუვენტუსის წინააღმდეგ სერია ა-ს საწყის ორ საშინაო მატჩში მოახერხა გოლის გატანა.
შეგახსენებთ, რომ ნაპოლიმ იუვენტუსი კვარაცხელიას და რასპადორის გოლებით 2-1 დაამარცხა - შემდეგ ტურში ნეაპოლური გუნდი ტორინოს უმასპინძლებს.