ალეგრი: "კვარაცხელიას ფლანგზე დაცვაში სივრცეები რჩებოდა, რითაც სარგებლობას ვცდილობდით"
იტალიის სერია A-ს 27-ე ტურში "ნაპოლი" საკუთარ მოედანზე "იუვენტუსს" დაუპირისპირდა.
შეხვედრა ნეაპოლელთა მინიმალური გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე "ბებერი ქალბატონის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ისაუბრა.
შეხვედრა ნეაპოლელთა მინიმალური გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე "ბებერი ქალბატონის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ისაუბრა.
"რატომ ვუტევდით უფრო მეტად მარჯვენა ფლანგიდან? ამ ფლანგზე კვარაცხდლია იყო, ამიტომ დაცვით ფაზაში მეტი სივრცე რჩებოდა და ჩვენ ვცდილობდით მარჯვენა ფლანგიდან რაც შეიძლება მეტი შეგვეტია, მაგრამ მეორე ფლანგიდანაც შევქმენით სახიფათო მომენტები. სამაგიერლდ ცენტრალური ზონიდან თამაში კი უფრო მეტად გვიჭირდა. ", - თქვა ალეგრიმ.