რა გეგმები აქვს რომას დანიელე დე როსის მომავალთან დაკავშირებით?

მას შემდეგ რაც დანიელე დე როსიმ "რომას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დაიკავა, გუნდმა ცხრა მატჩი ჩაატარა, რომელშიც შვიდი გამარჯვება, ერთი ფრე და ერთი მარცხი მიითვალა.
Calciomercato-ს ცნობით, რომაული კლუბის მფლობელები აღფრთოვანებულნი არიან დე როსის მუშაობით.
ამრიგად, "რომამ" 40 წლის სპეციალისტს შესაძლოა ორწლიანი კონტრაქტი შესთავაზონ ხელფასის მნიშვნელოვანი ზრდით. თუმცა მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა.