შეფილდ იუნაიტედმა ინგლისურ ფეხბურთში ანტირეკორდი დაამყარა

"შეფილდ იუნაიტედის" კოშმარული სერია "არსენალის" წინააღმდეგ გაგარძელდა.
"მეთოფეებმა" მეტოქე, ანგარიშით 6:0 დაამარცხეს.
Squawka-ს ცნობით, "შეფილდ იუნაიტედი" გახდა პირველი გუნდი ინგლისის პროფესიონალური ლიგის ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ ოთხ საშინაო მატჩში 5 გოლი გაუშვა.
"არსენალთან" შეხვედრამდე კრის უაილდერის გუნდმა "ბრაიტონთან" და "ასტონ ვილასთან" ხუთი უპასუხო გოლი გაუშვა, ასევე ინგლისის თასზე იგივე "ბრაიტონთან" 2:5 დამარცხდა.