პსჟ ზაირ-ემერისთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას უახლოეს მომავალში გეგმავს

"პსჟ" უორენ ზაირ-ემერისთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას უახლოეს მომავალში გეგმავს.
ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, პარასკევს ფეხბურთელს 18 წელი შეუსრულდება და ამის შემდეგ, ფრანგი ტალანტი პირველ პროფესიონალურ კონტრაქტს გააფორმებს.
საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ზაირ-ემერიმ ორი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.