ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ზედიზედ მეხუთედ გავიდა

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საშინაო მატჩში "ბაიერნმა" "ლაციო" 3:0 დაამარცხა. 
მიუნხენურ კლუბში დუბლი ჰარი კეინმა გაიფორმა, ხოლო ერთი გოლი თომას მიულერმა გაიტანა. 
ამრიგად, ბაიერნი ტურნირის მეოთხედფინალში ზედიზედ მეხუთედ გავიდა. 
ბოლოს მიუნხენელთა გუნდმა 1/8 ფინალიდან 2019 წელს ვერ გააღწია, როდესაც ორი მატჩის ჯამში "ლივერპულთან" დამარცხდა.







