ტელი ბაიერნთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს
მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელი მათის ტელი მალე კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს.
Le Parisien-ის ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობამ 18 წლის ფრანგთან კონტრაქტი 2029 წლამდე შეათანხმა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხელშეკრულება დღეს უნდა გაფორმდეს.
ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ტელმა 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.