მადრიდის რეალი გახდა ისტორიაში მეორე გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში 20-ჯერ ან მეტჯერ გააღწია

გუშინ, უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩში მადრიდის "რეალი" შინ "ლაიფციგს" დაუზავდა - 1:1.
ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მეოთხედფინალში გასვლა მადრიდელებმა ორი მატჩის ჯამში (2:1) მოახერხეს.
ამგვარად, "სამეფო კლუბი" ისტორიაში მეორე გუნდი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში 20 და მეტჯერ გააღწია, ამის შესახებ Opta იუწყება.
აღსანიშნავია, რომ ამ მაჩვენებლით მადრიდულ გუნდს მხოლოდ მიუნხენის "ბაიერნი" (22 მეოთხედფინალი) უსწრებს.