რამდენს გადაუხდის PUMA ბარსელონას?

კატალონიური "ბარსელონა" ტექნიკური სპონსორის შეცვლას აპირებს.
Diario Sport-ის ცნობით, "ბლაუგრანა" აპირებს Nike-თან პარტნიორობის შეწყვეტას და Puma-სთან ხელშეკრულების გაფორმებას.
კონტრაქტი გერმანელ მწარმოებელთან 2025/2026 წლების სეზონიდან ამოქმედდება.
როგორც წყარომ შეიტყო, PUMA "ბარსელონას" კონტრაქტს სთავაზობს, რომლის მიხედვითაც კატალონიელები ყოველწლიურად 200 მილიონ ევრომდე მიიღებენ.
აღსანიშნავია, რომ Nike-თან შეთანხმებით კატალონიელები 85+20 მილიონ ევროს გამოიმუშავებენ.