ნაპოლი ახალ სტადიონზე გადასვლას 2027 წელს გეგმავს
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, თუ როდის შეძლებს გუნდი ახალ სტადიონზე გადასვლას.
Get Footnall News Italy-ს ცნობით, კლუბის მფლობელმა განაცხადა, რომ ეს შესაძლოა 2027 წელს მოხდეს.
დე ლარენტისის თქმით, კლუბს აქვს საჭირო თანხები პროექტის დასაფინანსებლად.
არენა განთავსდება ნეაპოლის ბანოლის რაიონში, დიეგო არმანდო მარადონას სტადიონიდან რამდენიმე მილის დაშორებით. მშენებლობა 18 თვეში დაიწყება, ასევე აშენდება სპორტული ქალაქი, რომელსაც 12 მოედანი ექნება.