მადრიდის რეალი ლენი იოროს ტრანსფერს უახლოვდება

მადრიდის "რეალი" "ლილიდან" ლენი იოროს ტრანსფერს უახლოვდება.
ჟურნალისტ ხოსე ფელიქს დიასის თქმით, "სამეფო კლუბი" 18 წლის მცველის ტრანსფერზე მოლაპარაკებებში წინ მიიწევს.
შეგახსენებთ, რომ მცველს "ლილთან" კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში ეწურება.