კარაგერი: "პრემიერ ლიგის საჩემპიონო რბოლა ბოლო ტურამდე გაგრძელდება"
"ლივერპულის" ყოფილი ფეხბურთელი ჯეიმი კარაგერი დარწმუნებულია, რომ პრემიერ ლიგაში ტიტულის ბრძოლა ბოლო ტურამდე გაგრძელდება.
კარაგერი ამ დასკვნამდე მანჩესტერ "სიტისა" და "ლივერპულის" მატჩის ყურების შემდეგ მივიდა, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა.
"მე ვხედავ, რომ ჩემპიონატის რბოლა ამ სეზონში ბოლო ტურამდე გაგრძელდება", - თქვა კარაგერმა.