ლეჩეს მთავარი მწვრთნელი მეტოქე გუნდის ფეხბურთელისთვის თავის ჩარტყმისთვის გაათავისუფლეს

კვირას, იტალიის სერია A-ში "ლეჩესა" და "ვერონას" შორის მატჩი გაიმართა. 
აღნიშნულ შეხვედრაში სტუმრებმა მინიმალური ანგარიშით 1:0 გაიმარჯვეს. 
თამაშის შემდეგ კონფლიქტი მოხდა, "ლეჩეს" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დ’ავერსიამ "ვერონას" მოთამაშე თომას ჰენრის მკერდში თავი დაარტყა. 
"ლეჩემ" სკანდალური ინციდენტის შემდეგ დ'ავერსის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.








