იუვენტუსს კამბიასოსთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს

ტურინის "იუვენტუსს" უახლოეს მომავალში მარცხენა მცველ ანდრეა კამბიასოსთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურა.
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, "ბებერ ქალბატონს" იტალიელ მცველთან გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმება სურს.
კამბიასოს "იუვენტუსთან" მოქმედი კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულში ეწურება.
იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონში 24 წლის კამბიასომ ორი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.