ლაციო მთავარი მწვრთნელის პოსტზე სამ კანდიდატს განიხილავს
როგორც მოგეხსენებათ, მაურიციო სარი ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ "ლაციოს" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადადგა.
რაც იმას ნიშნავს, რომ რომაელებს მალე ახალი სპეციალისტი უხელმძღვანელებს.
ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციოს თქმით, კლუბისთვის პრიორიტეტული კანდიდატი ტომასო როკია, რომელიც მანამდე "ლაციოს" ახალგაზრდულ გუნდში მუშაობდა. დანარჩენი ორი კანდიდატი მიროსლავ კლოზე და კრისტიან ბროკი არიან.