120 მილიონი დე ბრუინის სანაცვლოდ - მანჩესტერ სიტი გადაწყვეტილებას შეცვლის?
"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველის, კევინ დე ბრუინის მომავალი კვლავაც განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება.
ბელგიელის მოქმედი კონტრაქტი "ქალაქელებთან" 2025 წლის ზაფხულამდეა გათვლილი და ჯერჯერობით უცნობია მოხდება თუ არა კონტრაქტის გახანგრძლივება.
Mundo Deportivo-ს ცნობით, საუდის არაბეთის კლუბებს შეუძლიათ დე ბრუინის სანაცვლოდ 120 მილიონი ევროს შეთავაზება გააკეთონ.
მიუხედავად იმისა, რომ მანჩესტერ "სიტის" პრიორიტეტი ბელგიელის კიდევ ერთი სეზონის შენარჩუნებას, დიდმა თანხამ შესაძლოა კლუბი დააფიქროს.
2023/2024 წლების სეზონში კევინ დე ბრუინმა 14 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ორი გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა გააკეთა.