მანჩესტერ სიტი ხვიჩა კვარაცხელიას აქტიურად აკვირდება
"ნაპოლის" ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია მანჩესტერ "სიტის" ინტერესთა სფეროში მოექცა. ამის შესახებ ჟურნალისტი გრემ ბეილი იუწყება.
წყაროს ცნობით, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის მატჩზე რომელიც "ბარსელონასა" და "ნაპოლის" შორის გაიმართა, "ქალაქელებს" კვარას დასაკვირვებლად სკაუტი ჰყავდათ მივლენილი.
როგორც მოგეხსენებათ, შეხვედრა "ბარსელონას" გამარჯვებით 3:1 დასრულდა.
კვარაცხელიას "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.