ავტორიზაცია

უოკერი მანჩესტერ სიტის დატოვებას არ აპირებს

უოკერი მანჩესტერ სიტის დატოვებას არ აპირებს
თარიღი 14 Mar 2024, 14:14
მანჩესტერ "სიტის" მარჯვენა მცველი კაილ უოკერი პეპ გვარდიოლას გუნდის დატოვებას არ აპირებს. 

ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ინგლისელი მოლაპარაკებას არცერთ სხვა კლუბთან არ აწარმოებს. 

შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს ინგლისელს მიუნხენის "ბაიერნში" გადასვლის შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ საბოლოო ჯამში უოკერმა მანჩესტერ "სიტიში" დარჩენა და ახალი კონტრაქტის გაფორმება გადაწყვიტა. 

ინგლისის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში უოკერმა 26 მატჩი ჩაატარა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.