ცნობილი გახდა, როდის დაუბრუნდება პედრი მოედანს
"ბარსელონას" ნახევარმცველის, პედრის დაბრუნება ძალიან ახლოსაა.
"ბლაუგრანას" ერთ-ერთი ლიდერი მარტის დასაწყისში დაშავდა, რის გამოც ორი მატჩი უკვე გამოტოვა.
Sport-ის ინფორმაციით, 21 წლის ესპანელს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "პარი სენ-ჟერმენთან" თამაში შეეძლება.
შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი პარიზელებსა და კატალონილებს შორის პარიზში 10 აპრილს გაიმართება.