იმობილემ შესაძლოა ლაციოს დატოვოს
"ლაციოს" ფორვარდი, ჩირო იმობილე რომაული კლუბის დატოვებაზე ფიქრობს. ამის შესახებ Corriere della Sera იტყობინება.
წყაროს ცნობით, 34 წლის ბომბარდირის განზრახვა გუნდის მთავარი მწვრთნელის მაურიციო სარის გადადგომის შემდეგ კლუბის გულშემატკივრებთან ურთიერთობის გაუარესებას უკავშირდება.
გულშემატკივრები ფეხბურთელს სარის წასვლაში ადანაშაულებენ.
მხარეებს შორის არსებული კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
მიმდინარე სეზონში თავდამსხმელმა 34 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 10 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.