ჰარი მაგუაიერმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში შესაძლოა კლუბი შეიცვალოს
"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა, ჰარი მაგუაიერმა შესაძლოა ზაფხულში კლუბი შეიცვალს, ამის შესახებ The Sun-ი იტყობინება.
წყაროს ცნობით, "ვესტ ჰემი" მზადაა "წითელ ეშმაკებს" ინგლისის ნაკრების ფეხბურთელისთვის 15 მილიონი ევრო გადაუხადოს.
დედაქალაქური კლუბის მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი მიიჩნევს, რომ "ჩაქუჩებს" დაცვაში საკმარისი მოთამაშე არ ჰყავთ.
მაგუაიერის კონტრაქტი მანჩესტერ "იუნაიტედთან" 2025 წლის ზაფხულამდეა გათვლილი, კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების ოპციით.