მბაპემ და რეალმა მნიშვნელოვანი ხელშეკრულება გააფორმეს
საფრანგეთის ნაკრებისა და "პსჟ"-ს ფორვარდი კილიან მბაპე სეზონის ბოლოს მადრიდის "რეალში" გადასვლასთან ახლოსაა.
როგორც ჟურნალისტი რამონ ალვარესი სოციალურ ქსელში იუწყება, 25 წლის ფეხბურთელმა და "სამეფო კლუბმა" შეთანხმება გააფორმეს, რომლის მიხედვითაც მბაპე საიმიჯო უფლებების 90 პროცენტს ინარჩუნებს.
როგორც ცნობილია, მხარეები ხუთწლიან შრომით ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს.
საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მბაპემ 23 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 21 გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა.