აჩერბის 10-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება

მილანის "ინტერის" ცენტრალურმა მცველმა ფრანჩესკო აჩერბიმ შესაძლოა ჩემპიონატში მომდევნო 10 მატჩი გამოტოვოს.
Tuttomercato-ს ინფორმაციით, ბრაზილიელი მცველი ხუან ჟესუსი იტალიელი რასობრივ შეურაცხყოფაში დაადანაშაულა.
თუ სერია A-ს ხელმძღვანელობა აჩერბის ბრალს დაამტკიცებს, "ინტერის" ცენტრალური მცველი ჩემპიონატში 10 მატჩით დისკვალიფიკაციას მიიღებს.