საქართველოს ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა
საქართველოს ეროვნული ნაკრები ლუქსემბურგთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. 19 მარტს, ვილი სანიოლის გუნდმა საგურამოს საწვრთნელ ბაზაზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესს გიორგი მამარდაშვილი, გიორგი გველესიანი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი მიქაუტაძე და ხვიჩა კვარაცხელია შეუერთდნენ.
მატჩამდე ერთი დღით ადრე, 20 მარტს, ჩვენი გუნდი მატჩისწინა ვარჯიშს საგურამოში გამართავს. ვარჯიშის დაწყებამდე, სასტუმრო სევსამორაში აკრედიტებული მედიისთვის მატჩისწინა პრესკონფერენცია შედგება.
გიორგი ქოჩორაშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): "გუშინ დავიწყეთ შეკრება. მოხარული ვარ, რომ ნაკრებთან ერთად ვარ ამ გადამწყვეტ ეტაპზე. ყველა მოტივირებულია, ვიცი, თუ რამხელა დონის თამაშია, თუმცა ვცდილობთ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და მოვემზადოთ ისე, როგორც ყველა მატჩისთვის ვემზადებით".
გიორგი მამარდაშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): "ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქართველი ხალხის მხარდაჭერას. უმნიშვნელოვანესი თამაშები გველის. წნეხი დიდი იქნება, მაგრამ აუცილებლად უნდა გავუძლოთ. მოვუწოდებ გულშემატკივრებს, რომ დაგვიდნენ გვერდში და ერთად გავიმარჯვოთ".
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი)
დაცვა: სოლომონ კვერკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), საბა საზონოვი (ტორინო, იტალია), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), ჯაბა კანკავა (სლოვანი, სლოვაკეთი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი)
20 მარტის განრიგი
16:00 საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია (სასტუმრო სევსამორა, საგურამო)
16:45 საქართველოს ნაკრების ვარჯიში (საგურამო; 15 წუთით დაიშვება აკრედიტებული მედია)
18:00 ლუქსემბურგი ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია (დინამო არენა)
19:00 ლუქსემბურგის ნაკრების ვარჯიში (15 წუთით დაიშვება აკრედიტებული მედია)
მედიის საყურადღებოდ: მატჩზე აკრედიტებული მედიის წარმომადგენლებს, აკრედიტაციის მიღება 20 მარტს, დინამო არენაზე 12:00-დან-13:30-მდე და 16:00-დან 18:00-მდე შეეძლებათ. აკრედიტებული მედიისთვის ტრანსპორტი დინამო არენიდან საგურამოს მიმართულებით14:00 საათზე გავა. პრესკონფერენციის და ვარჯიშის დასრულების შემდეგ, მედიისთვის გამოყოფილი ტრანსპორტი დინამო არენაზე დაბრუნდება, სადაც 18:00 საათზე ლუქსემბურგის ნაკრების პრესკონფერენცია და მატჩისწინა ვარჯიში გაიმართება.
მატჩამდე ერთი დღით ადრე, 20 მარტს, ჩვენი გუნდი მატჩისწინა ვარჯიშს საგურამოში გამართავს. ვარჯიშის დაწყებამდე, სასტუმრო სევსამორაში აკრედიტებული მედიისთვის მატჩისწინა პრესკონფერენცია შედგება.
გიორგი ქოჩორაშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): "გუშინ დავიწყეთ შეკრება. მოხარული ვარ, რომ ნაკრებთან ერთად ვარ ამ გადამწყვეტ ეტაპზე. ყველა მოტივირებულია, ვიცი, თუ რამხელა დონის თამაშია, თუმცა ვცდილობთ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და მოვემზადოთ ისე, როგორც ყველა მატჩისთვის ვემზადებით".
გიორგი მამარდაშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): "ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქართველი ხალხის მხარდაჭერას. უმნიშვნელოვანესი თამაშები გველის. წნეხი დიდი იქნება, მაგრამ აუცილებლად უნდა გავუძლოთ. მოვუწოდებ გულშემატკივრებს, რომ დაგვიდნენ გვერდში და ერთად გავიმარჯვოთ".
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

Nakrebi.ge