მადრიდის რეალი ლუნინს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
მადრიდის "რეალის" მეკარე ანდრეი ლუნინი კლუბისგან ახალ კონტრაქტზე შეთავაზებას მალე მიიღებს.
"ბლანკოსის" ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი აღფრთოვანებულია 25 წლის ფეხბურთელის თამაშით.
Relevo-ს ცნობით, მადრიდის "რეალი" ლუნინს სარფიან შეთავაზებას გაუკეთებს.
მოლაპარაკების წარმატებული შედეგის ალბათობა დიდია, რადგან თავად მეკარესაც სურს კლუბში დარჩენა.
ანდრეი ლუნინმა მიმდინარე სეზონში კარლო "სამეფო კლუბში" 23 მატჩი ჩაატარა, 19 გოლი გაუშვა და 10-ჯერ კარი მშრალად შეინახა.
ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტი ლა ლიგის გრანდთან 2025 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.